სენსაცია უიმბლდონზე

სენსაცია უიმბლდონზე: ვენუს უილიამსი ტურნირიდან 15 წლის ამერიკელმა გამოთიშა (ვიდეო)

უიმბლდონზე ქალთა შორის გათამაშების პირველ წრეში წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია და მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 15 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა კორი გაფმა თავისი თანამემამულე და ბავშვობის კერპი - ვენუს უილიამსი დაამარცხა. 

"გამარჯვების შემდეგ, პირველად ვიტირე. ჩემი გრძნობების გადმოცემა რთულია. მატჩის მიმდინარეობისას, ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. თავი სიზმარში მგონია. არ მეგონა, თუ უიმბლდონზე ასე შორს გავიდოდი", - თქვა თინეიჯერმა ჩოგბურთელმა.

გაფმა გამოცდილ მოწინააღმდეგეს ორ სეტში 6:4, 6:4 მოუგო. "ვარსკვლავის" დაბადება" - ასე შეაფასეს უიმბლდონის პუბლიკამ და წამყვანმა საინფორმაციო გამოშვებებმა გაფის წარმატება.

კომენტარები