რუსეთი

ურალის ავიახაზები რუს მომხმარებლებს ბათუმის ბილეთების მაგადანში გადაცვლას სთავაზობს

რუსულმა ავიაკომპანია ურალის ავიახაზებმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ უკანაკსნელ პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გამო მათ ქოლცენტრში მიმართვების რიცხვი გაიზარდა. ისინი მომხმარებლებს ჰპირდებიან, რომ გაუქმებული ბილეთების ფულს დაბურუნებენ და ასევე სთავაზობენ ბათუმის მიმართულებით შეძენილი ბილეთები მაგადანის ბილეთებში გადაცვალონ თანხის დამატების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების პასუხად ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა დროებით აუკრძალა.

გარდა ამისა, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (Роспотребнадзор) რუსეთში 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანა აკრძალა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის და ტურიზმის კომიტეტის უფროსმა მიხაილ დეგტიარევმა კი რუსებს ქართული პროდუქციის ბოიკოტისაკენ მოუწოდა და საქართველოს ურჩია, რომ აშშ-იდან და ევროპიდან ელოდოს ტურისტებს და ბორჯომი ევროპულ ბაზარზე გაყიდოს, რასაც სოციალურ ქსელში კამპანია მოჰყვა სახელწოდებით "ბორჯომს მეც დავლევ".

კომენტარები