გაუპატიურება

კაცს, რომელმაც მუხიანში ქალი ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა, 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

www.geo.tv

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო. რ.ა.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, ქ.თბილისში, მუხიანის I მიკრო რაიონში რ.ა.-მ ელექტროშოკის გამოყენებით თ.კ. უმწეო მდგომარეობაში ჩააყენა და გააუპატიურა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ამბობენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 1984 წელს დაბადებული ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული 1995 წელს დაბადებული რ.ა. 2019 წლის 1 იანვარს თბილისში დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები