21 ივნისის დილას სამართალდამცველები მოქალაქეს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ - VIDEO

Facebook მომხმარებლის, ლევან სამადალაშვილის, მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ 21 ივნისის დილას, პარლამენტის წინ აქციის დარბევის შემდეგ, სამართალდამცველები მოქალაქეს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ, შემდეგ კი ჩამოგდებულს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, არიან თუ არა სამართალდამცველები იდენტიფიცირებულები და დაიწყო თუ არა მათზე სისხლის სამართლის საქმე. უწყებაში გვიპასუხეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწოდებენ. 

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი ანტირუსული აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია. დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 160 სამოქალაქო პირი. 2 ადამიანი 10 დღის განმავლობაში მართვით აპარატზე იყო. რამდენიმე ახალგაზრდამ ცალი თვალი დაკარგა. 

21 ივნისის დილით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებზე ქუჩა-ქუჩა ნადირობდნენ. 

კომენტარები