მაჭავარიანი: ჯერ დასრულდეს გამოძიება, გავიგოთ, რა დოზით გამოიყენეს არაპროპორციული ძალა

პასუხისმგებლობიდან არგაქცევა ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, სანამ გამოძიება დასრულდება, სანამ გავიგებთ, ძალის გამოყენების არაპროპორციულობის რა დოზა მოხდა, რა მასშტაბის, იყო ეს სისტემური თუ არა, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ კონკრეტული პირების და მათ შორის მინისტრის პასუხისმგებლობაზე. სანამ ეს მოხდება, რასაკვირველია, ამ ეტაპზე გადადგომა ნიშნავს, რომ საერთოდ არასწორად მოიქცა პოლიცია, არასწორად მოიქცა უსაფრთხოების სამსახური და მე ერთი რამე მინდა გთხრათ - ჩვენი ამბავი რომ ვიცით, არ შევეშვებით მაგ შენობის შტურმს და არ გვინდა რომ დაიცვას პოლიციამ? არასოდროს აღარ დაიცვას? ეს არის საზოგადოების დაკვეთა?

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 20 ივნისის აქციის დაშლაზე.

კომენტარები