20 ივნისის აქცია

გახარია არ პასუხობს კითხვას, ვინ გასცემდა დარბევისას ბრძანებებს

გიორგი გახარია
შსს

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გასცა ბრძანება ამ ტყვიების გამოყენებაზე ან არ გამოყენებაზე - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვდედრისას თქვა. 

ჟურნალისტმა მინისტრს რამდნეჯერმე დაუსვა კითხვა, თუ ვინ გასცემდა 20 ივნისის ღამეს, აქციის დარბევისას ბრძანებებს, თუმცა მინისტრმა კითხვას კონტრეტული პასუხი არ გასცა. 

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაც ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული არის, არის ჩემი პასუხიმგებლობა. შესაბამისად, ჩემი პასუხისმგებლობაა ბოლომდე მივიყვანოთ გამოძიებამ რომელიც დაკავშირებულია ამ ღონისძიებასთან, როგორც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლით, რომლითაც შსს იძიებს. ვიმეორებ, არანაირი მნიშველობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება",- ამბობს გახარია. 

გახარიას თქმითვე, იარაღის გამოყენების კანონიერებას გამოძიება დაადგეს და თუ აღმოჩნდება, რომ ტყვიები ლეტარული იყო, ესეც "მისი პასუხიმგებლობაა". 

მინისტრმა ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არ აქვს მიშვნელობა, თუ ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც იქ მოქმედებდა, მოქმედება ჩემი პასუხიმგებლობის ქვეშ",- ამბობს მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

კომენტარები