20 ივნისის აქცია

გახარია: არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით, არ ყოფილა გამოყენებული

არცერთი ტყვია რომელიც აკრძალულია კანონით ან გათვალისწინებული არ არის მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, არ ყოფილა გამოყენებული. რა თქმა უნდა, ყველა სახის სპეციაურ აღჭურვილობას აქვს თავისი პროტოკოლი, რომლის დარღვევაც იწვევს შესაბამის შედეგებს, რაც ასევე არის ძირითადად გამოძიების საგანი. რაც შეეხება იმ კომპონენტს, რა საჭირო იყო ტყვიების გამოყენება, თუ არ გამოყენება. ეს არის უკვე მთლიანად ღონისძიების მიმდინარეობის თემა. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, ეს აქცია 7 საათიდან, 10 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვუდობიანი. საერთოდ არანაირი პრობლემა იქ არა არსებობდა. სანამ არ განხორციელდა პირდაპირი მოწოდებები თავდასხმის, რაც შემდგომ იყო განხორციელებული. რეალურად, აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. პრობლემა იყო იმაში რომ ამ აქციაში მონაწილეობას ირებდა ძალიან ბევრი რიგითი მშვიდობიანი მოქალაქე. დასაწყისში მართლაც ასე იყო. შემდეგ უცებ მოხდა ჯგუფურად, სეთანმებიტ პოლიციაზე თავდასხმა. პარლამენტის შენობის შტურმის მიზნით. 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნსის აქციას აფასებს.

კომენტარები