გიორგი გახარია გადადგომას არ აპირებს

რადიო ათინათი

გიორგი გახარია გადადგომას არ პირებს, ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის თანამდებობაზე რჩება მათ შორის პოლიციელების "ბულინგისგან" დასაცავად, რადგან პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური ძალა და ახლა ის "სახალხო სასამართლოს" მსხვერპლია. მისივე თქმით, ღონისძიებაზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს.

შს მინისტრი აცხადებს, რომ ძალის პროპორციული გამოყენების შესახებ გამოძიების დასრულებამდე ის თანამდებობაზე რჩება.

"ყველაფერი რაც აქ ხდებოდა არის ჩემი პასუხისმგებლობის ზონა, სანამ არ დასრულდება გამოძიება როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლით სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში, მე ვრჩები აქ და ვიქნები აქ, როგორც კი დავასრულებ ამას ყველაფერს, იმ შედეგებიდან გამომდინარე რა შედეგებსაც მივიღებთ. არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომის. ამ სავარძელში ჯდომა არის სწორედ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელზეც საუბრობთ."

კომენტარები