კობა გვენეტაძე

გვენეტაძის აზრით, რუსულმა სანქციებმა ეკონომიკას 200-300 მლნ დოლარით შეიძლება ავნოს

პარლამენტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, რუსეთიდან საქართველოსკენ პირდაპირი ფრენების აკრძალვამ ტურიზმის სექტორს 200-300 მილიონი დოლარით შეიძლება ავნოს, თუმცა თუ რუსი ტურისტები ჩანაცვლდებიან ან სხვა გზებით შემოვლენ, დანაკარგი ანაზღაურდება.

"ამ ეტაპზე შეიძლება დანაკლისი იყოს 200-300 მლნ დოლარი , თუმცა იმ შემთხვევაში თუ რუსი ტურისტები ჩანაცვლდებიან ან სხვა გზებით შემოვლენ, შესაძლოა, ეს დანაკარგი საერთოდ არ იყოს. ეს აუცილებლად არის გადათვალისწინებელი ანალიზში. მოგეხსენებათ, 2014-2015 წელს შოკის დროს გაცილებით მეტი იყო შემცირება ამ შემოსავლების" - ამბობს გვენეტაძე.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, ქართული ტურიზმის სექტორი დაახლოებით 200 მილიონი ლარით იზარალებს. წლის დასაწყისში Galt & Taggart-ი ვარაუდობდა, რომ ტურიზმის შემოსავლები 2019 წელს 3.6 მილიარდი აშშ დოლარი იქნებოდა, ახლა კი საინვესტიციო ბანკის პროგნოზი 3.4 მილიარდამდე შემცირდა.

კომენტარები