გახარია პარლამენტში

გოცირიძე: ხვალ, როცა პარლამენტში მოვალთ, უნდა დაგვხვდეს გახარიას სიმბოლური თავი მაგიდაზე

პრემიერმინისტრი გადამალეს, საქართველოს კანონი თავზე გადაახიეს ქვეყანას. ეს არის უკანონობა. ჩვენ გვქონდა უამრავი შეკითხვა და პრემიერ-მინისტრს პასუხი უნდა გაეცა ყველა იმ უმწვავეს კითხვაზე და მოვლენაზე რაც ქვეყანაში განვითარდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ხვალ ივანიშვილი აპირებს აქ შემოაგზავნოს გახარია. თუ პარლამენტი და 93 უღირსად მორჩილი დეპუტატი იყო ივანიშვილის პირადი ნოტარიუსი, დღეს ივანიშვილს უდნა პარლამენტი გადააქციოს პირად სამრეცხაოდ. უნდა შემოიყვანოს გახარია და ჩამორეცხოს სისხლი, რომელიც მან დაღვარა ამ ქუჩაზე. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, გახარია აქ კი არ უნდა მოვიდეს, გახარია უნდა გადადგეს. ხვალ, როდესაც ჩვენ აქ მოვალთ, უნდა დაგვხვდეს გახარიას სიმბოლური თავი მაგიდაზე, მაგიდაზე განცხადება დაწერილი მისი გადადგომის შესახებ

ნაციონალური მოძრაობის წევერი რომან გოცირიძე.

კომენტარები