რუსეთი

Interfax: საქართველოში ტურების გაუქმების რიცხვი მინიმალურია, ბევრი ტურისტი ჯავშნის ბილეთებს

ვლადიმერ პუტინი
YouTube

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, იმ რუს ტურისტთა დიდ ნაწილს, რომლებიც 8 ივლისამდე საქარველოში მოგზაურობას და უკან დაბრუნებას, ასევე სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, ტურები არ გაუუქმებიათ. თუმცა, ტურების გაუქმების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმ ტურისტთა კატეგორიაში შეინიშნება, ვინც 8 ივლისიდან ზაფხულის ბოლომდე აპირებდა მოგზაურობას. ამ ინფორაციას რუსული სიახლეების სააგენტო Interfax-ი ავრცელებს.

"უარყოფითი პროგნოზების საწინააღმდეგოდ, მიმდინარე სიტუაცია არც ისე კრიტიკულია რუსეთის ტურისტული ბაზრისთვის. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია, ხოლო 8 ივლისის შემდეგ ბევრი ტურისტი ტრანზიტულ ფრენებზე ჯავშნის ბილეთებს," - განაცხადეს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.

ასოციაციამ აღნიშნა, რომ ტურების გაუქმების საკითხზე ტურისტები შემდეგ სამ ჯგუფად იყოფა.

"პირველი - ტურისტებს, რომლებიც 8 ივლისამდე უნდა გამოფრინდნენ, პრაქტიკულად არ გაუუქმებიათ ტური, მეორე კატეგორიის ტურისტები 8 ივლისიდან ზაფხულის ბოლომდე უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ამ კატეგორიაში სხვა მიმართულებით ჩანაცვლების გარეშე ყველაზე მეტი გაუქმებაა. არიან ტურისტები, რომლებიც სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით გეგმავენ ჩასვლას, მათ ჯერ არ გაუუქმებიათ ტურები და იმედოვნებენ, რომ სიტუაცია გამოსწორდება," - აღნიშნა ასოციაციამ.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

კომენტარები