დაისვენე საქართველოში

ამერიკელი დიპლომატი: არ არსებობს ადგილი, სადაც საქართველოზე მეტად მენდომებოდა ყოფნა

"დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც საქართველოზე მეტად მენდომებოდა ყოფნა"  - ამერიკელი დიპლომატის, დეჟა ჰოლმსის კომენტარს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"აქაურობის მაგიური სილამაზე აშკარაა, მაგრამ ვერცერთი ფოტო ან ბროშურა ვერ დაიტევს მისი ხალხის სითბოსა და უდრეკ სულს. ღვინით მდიდარ აღმოსავლეთში რთველითა და სუფრით დაწყებული, მთიან დასავლეთში ზღვისპირა პიკნიკებისა და თოვლიანი მწვერვალების ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩემი გულის ნაწილი დავტოვე. საქართველოში ყველგან შევიძინე ოჯახი, რომელსაც მუდამ გულით ვატარებ." - ამბობს ჰოლმსი.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოში ავიარეისები აკრძალა, კამპანია "დაისვენე საქართველოში" დაიწყო.

კომენტარები