აუტისტური სპექტრის აშლილობა

რეაბილიტაციის პროგრამაში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 15-18 წლის მოზარდებიც ჩაერთვებიან

თბილისის მერიის ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში 15–დან 18–მდე წლამდე ასაკის მოზარდებიც ჩაერთვებიან. კახა კალაძის თქმით, აქამდე, 2–დან 15 წლის ჩათვლით ბავშვებს, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უფინანსდებოდათ. 

"ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ცვლილებების განხორციელებაში იღებდნენ მონაწილეობას. თბილისის მერიის დაფინანსებას 18 წლამდე ასაკის მოზარდებიც მიიღებენ. ჩვენ ეს ცვლილებები დარგის სპეციალისტებთან ერთად განვახორციელეთ. მათთან მიმდინარეობდა კონსულტაციები. ბავშვები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ერთი ბავშვის დასაფინანსებლად, თვეში ვაუჩერის ღირებულება 400 ლარია. პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, 12–დან 18 წლამდე მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში, მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვის მშობლის ან მეურვის ჩართვაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების მიზანია, მშობლის კონსულტირება, სახლის პირობებში ბავშვის დამოუკიდებელი სწავლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2015 წლის ივლისიდან მოქმედებს, 1000 ბავშვს ემსახურება.

კომენტარები