თბილისის ქუჩები, რომლებსაც 26 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 26 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი მასივის III, V მირორაიონიების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ავჭალის გზატკეცილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, დავით სარაჯიშვილის და ბარბარე ერისტავი-ჯორჯაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ილია ვეკუას, ვასაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, დები იშხნელების, იოსებიძის, ცაგერის, ფანჯიკიძის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ჟღენტის, აკაკი გელოვანის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრიბივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, დგებუაძის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის I, II, III ქუჩების, გარდაბნის სანერგე სამეურნეობის (ნაწილობრივ) და ხეხილ-სანერგე მეურნეობის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ელიას მთის, მეველეს, ნიაბის, ბეთანიის, სომხეთის, შილდის, გოლოვნის, კვესეთის, საინგილოს, ბზიფის, თეძამის, მიხეილ მრევლიშვილის, თამაზ მუჯირიშვილის, კიკეთის, ბეღლეთის, კაიშაურის, გალავნის, სამხედროს, განთიადის, დომინიკა ერისთავის, ჟონეთის, მარტყოფის და სათემოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები