დღეს რასაც აკეთებს ნაციონალური მოძრაობა არის ჩვენი დემოკრატიის პირდაპირ საწინააღმდეგო, ეს ხალხი არ ზრუნავს არაფერზე, გარდა იმისა, რომ მოვიდეს ისევ ხელისუფლებაში და ისევ დაიწყონ ადამიანების დარბევა. მე ხელთა მაქვს მათი მუქარა, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქართული ოცნების მომხრეებზე და არამარტო, ის ადამიანები, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამენ. მუქარა სიცოცხლის მოსპობა, როდესაც ვინმე გამოთქვამს კრიტიკულ აზრს და მას შემდეგ რაც Faceboook-ზე მე სტატუსი დავდე და მუქარის გამოხატვის SMS, ბევრმა ძალიან ბევრმა მოქალაქემ მომმართა და თქვა, რომ როდესაც ისინი გამოთქვამდნენ, კრიტიკულ აზრს გამოხატავენ შეესევიან ნაციონალური მოძრაობის ჯგუფები, რომ არის მუქარა და ერთი ამბავი. ეს სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი პოლიციის მხრიდან. ასეთი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში და მართლა არა ვიცი ამას რა ჰქვია, ამ ხალხს რა ჰქვია და საერთოდ საითკენ მიაქანებენ ისინი ქვეყანას.
tbl.ge/3sxf
დაკოპირდა
აღნიშნული ქართული ოცნების წევრმა სოფო კილაძემ 25 ივნისს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამავე თემაზე
- 3-4 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან
- სეფაშვილი ოდიშარიაზე: ძალიან კარგი, რომ ბოდიში მოიხადა, დაუშვებელია კერძო საუბრის ჩაწერა
- სუბარი: გირჩს, მავნებლური ტერმინის, გენდერის გაუქმებაშიც სჭირდება მხარდაჭერა
- პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კარვებზე კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
- კობახიძე: პროვოკაციების პრევენციის მიზნით, პარლამენტი კარვებზე კანონს ამ კვირაში მიიღებს