კამპანია

გურამ კაშია Instagram-ზე კამპანიაში "იმოგზაურე საქართველოში" ჩაერთო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი და ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია კამპანიაში "იმოგზაურე საქართველოში" ჩაერთო.

ფეხბურთელმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და ჰოლანდიელ მეგობრებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.

"მე ვიმოგზაურე მთელი მსოფლიოს გარშემო და გადავლახე ბევრი ზღვა, მაგრამ ქართულ კერძებთან ახლოსაც კი ვერაფერი მივა. გეფიცებით, თქვენ არცკი იცით, რა გელოდებათ. მშვენიერი არქიტექტურა ზღვის პირას ბათუმში ზაფხულობით და თხილამურებით სრიალი. საქართველო ყველა სეზონისთვის იდეალურია. ჩემო ჰოლადინელო მეგობრებო, წადით საქართველოში და ერთხელაც ნახეთ ნამდვილი მთა (მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს თქვენი ბრტყელი ქვეყანა). ოდესმე ყოფილხართ საქართველოში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

P.S. ლეგენდის თანახმად, თქვენი კაპიტნის მაისურები იქ უფრო იაფად იყიდება,"- წერს კაშია. 

21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები თუ სახელმწიფო მოღვაწეები სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს რუსი ტურისტებით გამოწვეული დანაკლისი. 

კომენტარები