ხვალ, 14:00-ზე, რესპუბლიკის მოედნიდან შსს-მდე ავტოკოლონა სიგნალებით მივა

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გაირკვა, რომ ხვალ, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მანქანების ავტოკოლონა სიგნალებით მივა.

"რესპუბლიკის მოედნიდან გავა ავტოკოლონა და ჩავა შინაგან საქმეთა სამინისტრომდე სიგნალით. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. ვისაც არ გაქვთ საშუალება და ქუჩაში იქნებით, გააჩერეთ მანქანა და დაასიგნალეთ. ვაჩვენოთ, რამდენი ვართ მთელი საქართველოს მასშტაბით“,- განაცხადა აქციაზე ერთერთმა სიტყვით გამომსვლელმა. 

პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გაათავისუფლონ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

კომენტარები