ანტისაოკუპაციო აქცია

ხვადაგიანის თხოვნის მიუხედავად, მურუსიძემ ის და მასთან ერთად დაკავებულები გაათავისუფლა

ირაკლი ხვადაგიანი

20 ივნისს დაკავებული სამი პირი, ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე - რომელთაც საქალაქო სასამართლომ სასჯელის ზომად პატიმრობა განუსაზღვრა, სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, ირაკლი ხვადაგიანმა, რომელიც 20 ივნისს დააკავეს და სასამართლომ 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე მურუსიძეს სთხოვა, არ გაათავისუფლოს, რადგან არ სურს მისი გათავისუფლების საბუთზე მურუსიძის ხელმოწერა იყოს.

კომენტარები