ანტისაოკუპაციო აქცია

აქციის მონაწილეები გახარიას გათავისუფლებას დღის ბოლომდე მოითხოვენ

მიშა მშვილდაძე

რუსთაველზე შეკრებილი აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებასა და დაკავებულთა გათავისუფლებას დღის ბოლომდე მოითხოვენ.

"ჩვენი მოთხოვნები იგივეა - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული და ამისთვის გაძლევთ ვადას დღის ბოლომდე. გადადგეს გახარია! ამისთვისაც გაძლევთ დროს დღის ბოლომდე", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ აქციის პირველ სიტყვაში.

პარლამენტთან რიგით მესამე საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცლელია:

  • გიორგი გახარია უნდა გადადგეს!
  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ დაკავებულები და დასაჯეთ ძალოვნები, რომლებმაც გადაამეტეს ძალას!
  • დაუყოვნებლივ მიიღეთ და გაგვაცანით გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე!

აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება გამომსვლელთა შორის დაუშვან პოლიტიკოსებიც.

კომენტარები