საქართველო-რუსეთი

ბათუმში არსებული კაფე გარდენსი: ვუერთდებით თბილისელებს, რუსებს 20%-ით მეტს გადავახდევინებთ

გარდენსი

ბათუმში არსებული კაფე "გარდენსი" რუსეთის საპასუხოდ თბილისელ კოლეგებს შეუერთდა. დღეიდან კაფე რუს ტურისტებს 20%-ით მეტს გადაახდევინებს.

"მეგობრებო, ჩვენ, ალბათ, ერთადერთი კაფე ვართ ბათუმში, ვისაც არ არქვს მენიუ რუსულად. ეს ჩვენი შეგნებული აქტი იყო. ბოლო მოვლენების შემდეგ გვინდა შევუერთდეთ ჩვენს კოლეგებს თბილისში და რუს ტურისტებს გადავახდევინოთ 20%-ით მეტი". - ვკითხულობთ გარდენსის ოფიციალურ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ რესტორანი "ეზო" რუსეთის საპასუხოდ რუს მომხმარებლებს 20%-ით მეტს გადაახდევინებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის და ტურიზმისა კომიტეტის უფროსი მიხაილ დეგტიარევი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს კურორტებსა და პროდუქტებს ბოიკოტს უცხადებს.

კომენტარები