ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

"ვიწყებთ მშვიდობიან პერმანენტულ აქციებს" - პარლამენტის წინ პროტესტი განახლდა (PHOTOS)

პარასკევი, 21 ივნისი, 2019 - 19:14
tbl.ge/3sho
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. მისი წამყვანი მიშა მშვილდაძე იქნება.

სიტყვით გამოსვლისას ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ეს არის არა პოლიტიკოსების, არამედ, საზოგადოების აქცია. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას ალტერნატივა არ აქვს. 

ამ წუთებში სიტყვით სტუდენტები გამოდიან. მათი თქმით, ისინი არიან გარანტები, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება,

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

20 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო.

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა.

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. რუსმა დეპუტატებმა აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს.

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 - პოლიციელი. საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია ჩაუტარდა. სამი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

ელენე ხოშტარიასაქართველოს პარლამენტი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მეგობრულ გარემოში წარიმართა" - შიო III თურქეთის ელჩს შეხვდა
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 00:49

"გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მეგობრულ გარემოში წარიმართა" - შიო III თურქეთის ელჩს შეხვდა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ოცნებას დემონსტრაციებზე კანონების გადახედვისკენ მოუწოდა
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 00:46

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ოცნებას დემონსტრაციებზე კანონების გადახედვისკენ მოუწოდა

დანაშაული 2022 წელს ჩაიდინეს, სამივე პოლიციელი 2026-ში დააკავეს - შსს მელაძის ანონსზე
შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 00:15

დანაშაული 2022 წელს ჩაიდინეს, სამივე პოლიციელი 2026-ში დააკავეს - შსს მელაძის ანონსზე

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 23:36

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა

აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმი ასე ახლოს არასდროს ყოფილა – არაღჩი
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 21:03

აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმი ასე ახლოს არასდროს ყოფილა – არაღჩი

ყველაზე კითხვადი

ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ
1ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ
2იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
3DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
4ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში