ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ტაბულა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე გუშინ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.

"ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგ თემაზე ვიკრიბებით." - თქვა გია ვოლსკი სხდომის დაწყებამდე.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება. ასევე ესწრებიან პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წევრები. 

კომენტარები