ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

პარლამენტის ეზოში რეზინის ტყვიებს ითვლიან და იარაღს ლუქავენ

პარასკევი, 21 ივნისი, 2019 - 11:32
tbl.ge/3sei
დაკოპირდა

პარლამენტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეზინის ტყვიებს აღრიცხავენ და იარაღს ლუქავენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ იციან, კონკრეტულად რამდენი ადამიანი დააკავეს პარლამენტის შენობასთან გავრილოვის ღამედ წოდებულ აქციაზე. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია ზუსტდება და ცოტა ხანში მედიისთვისაც ცნობილი გახდება. 

20 ივნისს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო და 19 ივნისს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. 

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა. 

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. მათ აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს. 

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადეს. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია უტარდებათ. 

დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები. 

სერგეი გავრილოვიშსსშინაგან საქმეთა სამინისტროსპეცრაზმიაქციის დარბევაქართული ოცნება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა - ნახეთ ვიდეო (რ)
სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 18:15

პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა - ნახეთ ვიდეო (რ)

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 16:56

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები

ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 16:52

ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

პესკოვი: თუ მისაღებ ფასზე შეთანხმება მიიღწევა, საწვავის იმპორტი მოხდება
სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 15:58

პესკოვი: თუ მისაღებ ფასზე შეთანხმება მიიღწევა, საწვავის იმპორტი მოხდება

ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს
სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 15:39

ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს

ყველაზე კითხვადი

ცოტნე ივანიშვილი: ცუდი სანახავი იყო, შეკითხვას მიჩენს - რა მიზანი ჰქონდა გახარიას პარტიას
1ცოტნე ივანიშვილი: ცუდი სანახავი იყო, შეკითხვას მიჩენს - რა მიზანი ჰქონდა გახარიას პარტიას
2უკრაინაში რუსებმა მოკლეს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი
3ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
4ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
5მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში