მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

ზარდიაშვილი გავრილოვზე: ეს იყო სამარცხვინო სანახავი

პარლამენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მინდა ჩემი პოზიცია მოკლედ გამოვხატო, ეს იყო სამარცხვინო სანახავი!!! 

ვფიქრობ, ყველა ერთად პოზიციამ, ოპოზიციამ, ეკლესიამ, ყველამ ერთად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ერთიანი პოზიცია და ხედვა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20% ოკუპირებულია.

საქართველოს არცერთი მოქალაქე ამას არასდროს შეეგუება

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშბილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტში იყო დაგეგმილი. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება. გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა დაგმო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები