საქართველოს პარლამენტი

რუსმა დეპუტატმა გავრილოვმა ზაქარია ქუცნაშვილს ხატი აჩუქა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს წმინდა სამების ხატი აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

გავრილოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ჩატარებისთვის ზაქარია ქუცნაშვილს მადლობა რუსულად გადაუხადა და წმინდა სამების ხატით დაასაჩუქრა.

თბილისში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობს.სხდომას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში იჯდა. 

კომენტარები