მეუფე კალისტრატე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მიტროპოლიტი კალისტრატე და ილია მეორე
ქუთაის-გაენათის ეპარქია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქუთაისში საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი დილის 4 საათზე გარდაიცვალა. 

მეუფე კალისტრატე 1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად. ივლისში აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. სექტემბერში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. შემდეგ აკურთხეს ეპისკოპოსად და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

კომენტარები