იაგო კაჭკაჭიშვილი

კაჭკაჭიშვილი: საპატრიარქომ არ უნდა ილაპარაკოს ერის სახელით, არ უნდა წაახალისოს ძალადობა

არაერთხელ ითქვა, მაინც გავიმეორებ:

საპატრიარქო დარჩეს კონსერვატულ ინსტიტუტად. ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ, მან, სულ მცირე, ორი რამ უნდა გაითვალისწინოს:

1. არ უნდა ილაპარაკოს მთელი ერის სახელით, არ უნდა ჰქონდეს უნივერსალური გავლენის ამბიცია; მიზეზი მარტივია: დემოკრატიულ საზოგადოებაში პროფანული და საკრალური გამიჯნულია, ანუ, კიდევ უფრო მარტივად, ეკლესია არ უდრის სახელმწიფოს;

2. არ უნდა წაახალისოს ძალადობა იმის მოწოდებით, რომ რაც მისთვის მიუღებელია, მიუღებელი უნდა იყოს ყველასთვის.

და ბოლოს: ამ ორი პირობის დაკმაყოფილება ხელისუფლებამ უნდა აიძულოს საპატრიარქოს. ეს მისი მოვალეობაა!

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი საპატრიარქოს მიერ თბილისი პრაიდტან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

კომენტარები