რუსეთი

"ვკ მჰო კიტრი... გაუმარჯოს" - დმიტრი მედვედევს Twitter გაუტეხეს

The Telegraph

12 ივნისს ჰაკერებმა რუსეთის პრემიერმინისტრს დმიტრი მედვედევს Twitter-ის ინგლისურენოვანი გვერდი @MedvedevRussiaE გაუტეხეს. გვერდის გატეხის შესახებ ინფორმაცია მედვედევის პრესსამსახურმა დაადასტურა.

მის გვერდზე ჰაკერების მიერ ლათინური ასოებით დაწერილი სიტყვებიდან შინაარსის გამოტანა რთულია, თუმცა ვკითხულობთ ისეთ სიტყვებს, როგორებიც არის კიტრი, გაუმარჯოს, ძალიან, ქმარი, ის და სხვა - "Vk mho cucumber uovunpniophvoui"; "Hop cc very very very hubby cheers cheers her very vav chi hi."

მედვედევის გვერდზე აღნიშნული სიტყვები რუსეთში ერაყის ელჩის ჰაიდარ ჰადის ტვიტის გაზიარებისას დაწერეს.

პრემიერმინისტრის გვერდზე კონტროლი უკვე აღადგინეს.

დმიტრი მედვედევის Twitter-ის რუსულენოვან გვერდს 4.84 მილიონი, ხოლო ინგლისურენოვანს - 1.04 მილიონი გამომწერი ჰყავს.

კომენტარები