ივან გოლუნოვი

ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედუზას ჟურნალისტ, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას მედუზა ავრცელებს. 

მედიის ცნობით, საქმე ბრალის დაუმტკიცებლობის გამო შეწყდა. ჟურნალისტს 11 ივნისს გაათავისუფლებენ. 

ასევე, პოლიციელებს, რომლებმაც გოლუნოვი დააკავეს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდათ.

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. 

კომენტარები