გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი

დანიაში გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

საქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ, "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს.

უეფას წესებით, ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში მონაწილე ნებისმიერი მოთამაშე, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ასეთ ტესტზე. გურამ კაშიამ სტადიონის ტერიტორია ყველაზე გვიან დატოვა, ამის მიზეზი კი სწორედ დოპინგ-ტესტი გახდა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში დანიასთან 5:1 დამარცხდა.

კომენტარები