ვულკანი

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე გააქტიურებული ვულკანიდან ფერფლი ამოიფრქვა

Reuters

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე გააქტიურებული ვულკანიდან ფერფლი ამოიფრქვა. მონიტორინგის სამსახურები მოსახლეობას შესაძლო ამოფრქვევის შესახებ აფრთხილებენ.

ვულკანი სინაბუნგი, რომელიც 4 საუკუნის განმავლობაში მიძინებული იყო, 2010 წელს გააქტიურდა და მას შემდეგ ფერფლი რამდენიმეჯერ ამოიტყორცნა. კვირას ვულკანიდან ფერფლი 10 წუთის განმავლობაში იფრქვეოდა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

ფერფლის სვეტი ცაში 7 კილომეტრამდე აიტყორცნა. ამის შემდეგ კუნძულზე მცირე ბიძგები დაფიქსირდა. მოსახლეობას მოუწოდებენ პირბადეები ატარონ.

სინაბუნგის მთა 2,460 მეტრი სიმაღლისაა და ერთ-ერთია ინდონეზიის ყველაზე აქტიური ვულკანებიდან. ინდონეზიაში თითქმის 130 აქტიური ვულკანია.

კომენტარები