რუსეთი

მე/ჩვენ ვართ ივალ გოლუნოვი - სამი რუსული გაზეთის მხარდაჭერა "მედუზას"დაკავებულ ჟურნალისტს

RBC/VEDOMOSTI/KOMMERSANT

10 ივნისს რუსეთში სამმა წამყვანმა გაზეთმა კომერსანტმა, RBC-მ და ვედომოსტიმ მედუზას ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად იდენტური პირველი გვერდი გამოაქვეყნა, რაც რუსეთში უპრეცენდენტო შემთხვევაა.   

გაზეთებში პირველ გვერდზე ვკითხულობთ - "მე/შენ ვართ ივან გოლუნოვი". 

მათ განაცხადეს, რომ არ გამორიცხავენ გოლუნოვის დაკავება მის პროფესიულ საქმიანობას ეხებოდეს და გოლუნოვის დაკავებაში პოლიციის ქმედებების დეტალური გამოძიება მოითხოვეს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ამ მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვანია არა მარტო რუსეთის ჟურნალისტური საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანი რუსი საზოგადოებისთვის" - ვკითხულობთ განცხადებაში.

8 ივნისს მედუზას ჟურნალისტ ივან გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას "გაურკვეველი სუბსტანციის" შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით მეფედრონი (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა. გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს.

8 ივნისს მედუზას ჟურნალისტ ივან გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოლუნოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაც აუკრძალეს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება მხოლოდ 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტის თქმით, გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო.

ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება.

გარდა ამისა, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.

სავადმყოფოში გადაყვანამდე გოლუნოვთან სამი სასწარფო დამხარების ბრიგადა იმყოფებოდა. სამივე ბრიგადის ექიმებმა თქვეს, რომ ჟურნალისტს ტვინის შერყევა, ჰემატომა და სავარაუდოდ, ნეკნის მოტეხილობაც ჰქონდა. პოლიციის ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ, მათ გოლუნოვის მოსკოვის 71-ე საავადმყოფოში გადაყვანის ნება დართეს.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის 71-ე საავადმყოფოს ექიმის ალექსანდერ მიასნიკოვის დიაგნოზით, ჟურნალისტს მის ყვრიმლის ძვალზე ჰემატომა აღმოაჩნდა, თუმცა თავი არ ჰქონდა დაზიანებული. მიასნოკოვს სახელმწიფო ტელევიზიაზე რასია 1 საკუთარი სამედიცინო გადაცემაც აქვს. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს ექიმმა ზემოთაღნიშნული დიაგნოზი დასვა, საერთაშორისო უფლებათა დაცვის ჯგუფის აგორას ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა თქვა, რომ ექიმი მიასნიკოვი რუსული სახელმწიფო მედიის რასია 1-ის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიონთან დაახლოებული პირია და მისი ეჭვით, გოლუნივის სწორედ ამ საავადმყოფოში გადაყვანა შემთხვევითი არ ყოფილა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის შსს-ს უფროსს ოლეგ ბარანოვს სთხოვა, რომ ივან გოლუნოვის საქმე პირად კონტროლზე აეყვანა.

"მედუზას" ხელმძღვანელმა, გალინა ტიმჩენკომ და მთავარმა რედაქტორმა, ივან კალპაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ​გოლუნოვის უდანაშაულობაში სრულიად დარწმუნებულები არიან. მათივე თქმით, აქვთ საბაბი იფიქრობ, რომ გოლუნოვი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს: წლების განმავლობაში მან მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების და მაღალი რანგის ბიზნესმენების კორუფციის და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ.

მოსკოვის წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტებიც ფიქრობენ, რომ გოლუნოვი უდანაშაულოა. რუსეთის დამოუკიდებელი მედიის არაერთი წამყვანი ჟურნალისტი მას დადებითად და თავისი საქმის პროფესიონალად აფასებს.

"ეს საშიში და ცუდია ჩვენთვის. ჩვენი მუშაობა უკვე გართულებულია, როდესაც ამგვარი შემთხვევები ხდება, უმარტივესი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება, კარიერის შეცვლა და მისი მიტოვებაა - თუმცა, არავინ აპირებს ამის გაკეთებას" – აღნიშნა BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტმა, სვეტლანა რეიტერმა.

7 ივნისს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გოლუნოვის მხარდასაჭერად დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა და მის დაკავებას აპროტესტებდა. 

პოლიციამ შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი დააკავა. პოლიციელები სათითაოდ მიდიოდნენ სხვადასხვა მომიტინგესთან, პლაკატებს ართმევენ, ჩხრეკდნენ, საბუთებს უმოწმებდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციის ფურგონში სვამენ.

გამომძიებელი ჟურნალისტის დაკავება ცალკეულმა ადამიანებმა რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გააპროტესტეს.

ცნობისთვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბოლო წლებში რუსეთში მრავალი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები დააკავეს. ბევრი ექსპერტის მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება ამას არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებს.

კომენტარები