ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე პროკურორებსა და გამომძიებლებზე: არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ვინმეს რამეს შევარჩენ

სამართალი აღდგება მაშინ, როცა ყველა პროკურორი, ყველა გამომძიებელი, ვინც ამ საქმეში იყო ჩარეული, იქნება პასუხისგებაში მიცემული, რა თქმა უნდა, იმ დოზით, ვინ რა დოზით იყო ჩარეული და ვინ რა დანაშაული ჩაიდინა. არავის არ ეგონოს და არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ან ფხაკაძე, ან გუგუშვილს, ან ფიფიას ან თუნდაც ის ახალი პროკურორი რა გვარია, ნადირაძეს, ვინმეს რამეს შევარჩენ, არა, გამორიცხულია. ჩემი ოჯახის ცრემლებს მე არავის არ შევარჩენ, ეს ყველამ უნდა გაითავისოს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე რუსთავი 2-ის გადაცემაში "კვირის აქცენტები".

კომენტარები