Silknet

SILKNET: ქსელი ნაწილობრივ აღდგა, უახლოეს პერიოდში ხარვეზი სრულად გამოსწორდება

stlucianewsonline.com

კომპანია სილქნეტი აცხადებს, რომ შეფერხება სილქ TV-ის ქსელში მოხდა.

"ამჟამად, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რომლის შედეგად, ქსელი ნაწილობრივ აღდგა. უახლოეს პერიოდში კი, ხარვეზი სრულად იქნება გამოსწორებული. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის" - წერს კომპანია Facebook-ზე.

დაახლოებით ორი საათია, სილქნეტი შეფერხებით მუშაობს. ტელევიზია არ მიეწოდებათ თბილისსა და რეგიონებში. აბონენტების ნაწილი წერდა, რომ მათ ინტერნეტიც ცუდი ხარისხით მიეწოდებათ.

კომენტარები