მეორე ტური მთაწმინდაზე

მე-17 უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მე-17 უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტზე შსს-მ 151-ე, მუქარის მუხლით, გამოძიება დაიწყო.

ევროპული საქართველოს წევრებმა დღეს გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთი კაცი მეორეს ლადო კახაძის შემოხაზვას სთხოვს. კიდევ ერთი კი იმუქრება - "რას დამდევ, დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე, თორემ გაგჭრი შუაში". დღევანდელ ვიდეოში მათ სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ, თუმცა, ევროპული საქართველოს გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ვიდეოში მონაწილე პირები ქართული ოცნების აქტივისტები არიან და ისინი კახა კალაძის საარჩევნო კამპანიაში იღებდნენ მონაწილეობას.

ნახეთ ვიდეო;

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია.

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან.

 

კომენტარები