მეორე ტური მთაწმინდაზე

თალაკვაძე: ოპონენტების გავრცელებული ვიდეო ზეწოლაზე უფრო იუმორისტულს ჰგავს

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებული ვიდეო ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ "უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს". .

ევროპული საქართველოს წევრებმა დღეს გააკეთეს განცხადება, რომ "მთაწმინდის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებზე ზეწოლა მიმდინარეობს". მათ გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთი კაცი მეორეს ლადო კახაძის შემოხაზვას სთხოვს.

თალაკვაძემ ამაზე თქვა:

"ეს უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩება, მაგრამ ერთი შეხედვით, მთელმა საზოგადოებამ ნახა ეს ჩანაწერი, რომელიც უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს. თვითონ ოპოზიციის რიგებშიც ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ჰქონია, რომ არჩევნებში გამარჯვება ასეთი სცენარით არის შესაძლებელი. ჩვენ დავამტკიცეთ შუალედურ არჩევნებშიც, მანამდეც, არა ერთხელ, რომ არჩევნების საქართველოში დემოკრატიულ, თავისუფალ, სამართლიან გარემოში ტარდება".

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია.

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან.

კომენტარები