ბრიტანეთის პარლამენტში ღირსების მარშის საკითხზე საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს

5 ივნისს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა პალატაში თბილისი პრაიდის შესახებ იმსჯელეს.

შოტლანდიელმა დეპუტატმა, მარტინ დოჰერტი-ჰიუჯმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და რუსულ ანტი ლგბტ პოლიტიკის გავლენებზე ისაუბრა.

მან თქვა:

"იმ დღეზე საუბრისას, როცა ჩვენ ევროპის თავისუფლებას აღვნიშნავთ, ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, საქართველო და განსაკუთრებით მისი შინაგან საქმეთა მინისტრი არ უზრუნველყოფენ უსაფრთხოების დაცვას ლგბტ სიამაყის თვეში, ღირსების მარსზე, რომელიც პირველად ტარდება თბილისში. გასულ წლებში რუსეთის მიერ დაფინანსებული ანტი ლგბტ ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, ბატონო სპიკერო, მაინტერესებს, როგორ შეგვიძლია გადავცეთ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ მის ელჩს გაერთიანებულ სამეფოში, რომ წარმომადგენელთა პალატა არა მხოლოდ შეშფოთებულია, არამედ სასტიკად იმედგაცრუებული ქართველ ერთში ადამიანის ღირსების შეზღუდვით".

პასუხად ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერმა, ჯონ ბერკომ თქვა;

"ამ ადამიანებმა ნაწილობრივ მიაღწიეს თავიანთ მიზანს ხრიკების გამოყენებით - და მე ამას ხრიკს ვუწოდებ - წესრიგის გადმოსახედიდან, რაც სავარაუდოდ შეიძლება ყოფილიყო შემცვლელი კითხვა, რისი დასმაც მას სავარაუდოდ უნდოდა. თუ ეს იყო მისი მიზანი, მან ამას მიაღწია. მე ვერ ვისაუბრებ მთელი წარმომადგენელთა პალატის სახელით, თუმცა, ბოლო წლებში ამ პალატაში გამართული დებატებიდან გამომდინარე, ჩემი მტკიცე აზრია ის, ჩვენი მთავარი სათქმელი უცვლელად დარჩება.

იდეა, რომ ასეთი მარში არ შეიძლება ჩატარდეს უსაფრთხო ადგილას, მისი მონაწილეების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვით, ძალიან შეურაცხყოფს ჩვენს ინსტინქტებს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ქართველები მიიღებენ ყველა იმ სათანადო ზომას, რაც მისაღებია.

უფრო ვრცლად რომ ვთქვა, თუ სწორად გავიგე, რაც პატივცემულმა დოჰერტიმ თქვა და რამაც შემაძრწუნა არის ის, რომ მან გააკეთა ის რაც სრულიად უდავო დაკვირვება რუსეთის სახელმწიფოში ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ და უფრო კონკრეტულად, ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა ან არ დაცვაზე.

ეს სრულიად არადამაკმაყოფილებელი სახელმწიფო მდგომარეობაა და დროზეა დამოკიდებული, რომ გახდეს უფრო ცივილური ამ მნიშვნელოვან საკითხებში. ყოველთვის კარგია, რომ გქონდეს მაიკლ ფავრიცანტის მჯდომარე მხარდაჭერა და მას მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც თქვა", - თქვა ჯონ ბერქოუმ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტქ აქტივისტებმა თქვეს, რომ 30 მაისს, შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მათ შესთავაზეს ღირსების მარშის დახურულ სივრცეში გადატანა. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ შეხვედრაზე სამუშაო ფორმატისთვის მომზადებულები მივიდნენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დიალოგში არ შევიდნენ და უთხრეს, რომ მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ.

ამასთან, მათი თქმით, შსს-სთვის წარდგენილ მარშრუტებს შორის არ იყო ისეთი ადგილები, სადაც უმეტესად იმართება აქციები - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის ტერიტორია და მთავრობის კანცელარია.

მიუხედავად ამისა, ლგბტ პრაიდის ორგანიზატორების თქმით, ისინი მარშის გამართვას მაინც შეეცდებიან.

კომენტარები