არჩევნები 2019

შავგულიძე: ევროპული საქართველო ამბობს, რომ ცუდია უსამართლობა, მურუსიძე კი აგრძელებს მას

საქმე ის არის, რომ ევროპული საქართველო და ჩვენ ვთანხმდებით წარსულის შეფასებაში, ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუღებელი და დანაშაულებრივი იყო ის უსამართლობა, რაც მაშინ მოხდა, ხოლო მურუსიძე ამბობს, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებები იყო, რასაც მაშინ იღებდა და რომ ასე აპირებს გაგრძელებას, ვხედავთ, რომ ასეც აგრძელებს.

ასე რომ აქ რომ განსხვავება ძალიან დიდია, ევროპული საქართველო ამბობს, რომ ცუდია უსამართლობა და აღარ უნდა დავუშვათ, მურუსიძე კი ამართლებს და აგრძელებს მას

მთაწმინდაზე ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე პირველ არხზე ლადო კახაძესთან დებატებისას. ქართული ოცნების კანდიდატმა მას ჰკითხა, რა განსხვავებას ხედავს ევროპულ საქართველოსა და სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძეს შორის.

კომენტარები