ყალბი აქციზური მარკა

ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა სიგარეტის ნაწარმის მარკირებისათვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკა.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 545 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აქციზური მარკების საბეჭდი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ტექნიკური დანადგარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით", – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

კომენტარები