The Sopranos

ტონი სოპრანოს სახლი 3.4 მილიონ დოლარად იყიდება

საკულტო სერიალის "The Sopranos" მთავარი გმირის ტონი სოპრანოს ყველასთვის ნაცნობი სახლი იყიდება.

სახლი ნიუ-ჯერსიში მდებარეობს და მისი საწყისი ღირებულება 3.4 მილიონი დოლარია.

სახლი 520 კვადრატული მეტრის სიდიდის არის, ეზო კი 5 900 კვადრატული მეტრია. რამდენიმე უძრავი ქონების სააგენტოს დირექტორის თქმით, ტონი სოპრანოს სახლის რეალური ღირებულება 1.5 მილიონო დოლარია, თუმცა მეპატრონეებმა მაინც გადაწყვიტეს საწყის ფასად 3.4 მილიონი დოლარი დაესახელებინათ.

4 საძინებელი, 5 აბაზანა, ორი გარაჟი და ცალკე გამოყოფილი სტუმრების მისაღები სახლი - ამას მოიცავს ტონი სოპრანოს სახლი.

სერიალი "The Sopranos" 2007 წელს მეექვსე სეზონით დასრულდა. მიუხედავად ამისა, სერიალის ფანები დღემდე მიდიან და ტონი სოპრანოს სახლს ათვალიერებენ, როგორც საკულტო გმირის სახლს.

კომენტარები