ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, უამრავი გამოწვევაა ქალაქში და ამას ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, გარკვეული რეგულაციების ცვლილება სჭირდება, რაც დაწყებული გვაქვს. ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს თბილისის საკრებულოს მხრიდან. შეუძლებელია, ვიფიქროთ წარმატებასა და წინსვლაზე, თუ რეფორმები არ განვახორციელეთ. მინდა, საკრებულოს თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რასაც ისინი თბილისისა და თბილისელებისთვის ჩვენთან ერთად აკეთებენ. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და წარმატებით დასრულება ასევე, შეუძლებელია საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ, გავამკაცრეთ კანონები, სამშენებლო რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით. ეს გარდაუვალი იყო და ამის გარეშე შეუძლებელია, მომავალზე გვეფიქრა. ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქართველოს პარლამენტიდან. მინდა, თითოეულ ჩვენს პარლამენტარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია. ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ,
tbl.ge/3qlr
დაკოპირდა

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე თქვა.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




