ხვალ, 4 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, დავითაშვილის და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ცოტნე დადიანის, რევაზ ურიდიას, ეროსი მანჯგალაძის, ლევან რჩეულიშვილის, ავშნის,
ვახტანგ მახალდიანის და რკინიგზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის, გუდამაყრის, ღრმაღელეს, ოქტომბრის, დაისის, კნოლევის, ზესტაფონის, ავთანდილ ღოღობერიძის და თამაზ ტოროშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, ძოწენიძის, იყალთოს და საირმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, აკოფიანის, ალექსანდრე ჩიკვაიძის და ავლევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, დოდო აბაშიძის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძის, ასათიანის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ნიაბის, სომხეთის, ერისთავის, კვესეთის, საინგილოს, გალავნის და სამხედროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





