ხორავას ქუჩის საქმე

ლომჯარია: სასამართლომ დაადასტურა, რომ სარალიძის მკვლელობის სხვა მონაწილენი არ დასჯილან

Nino Lomjaria/ facebook

დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

როგორც ომბუდსმენი facebook-ში წერს, "სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"

ცნობისთვის, 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნო, სხვა, დაუდგენელ პირთან ერთად. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა - პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში ცნო დამნაშავედ. 

საქმის კიდევ ერთი მონაწილე გ.ბ კი, სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის სასჯელი დაუმძიმა და მასაც 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სანდოდ არ მიიჩნია მიხეილ კალანდიას ჩვენება, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გ.ბ დამნაშავეა დავით სარალიძის მკვლელობაში.

კომენტარები