ხოსე ანტონიო რეიესის გარდაცვალება

რეიესის გარდაცვალების მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე და გახეთქილი საბურავი დასახელდა

შაბათს, ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიაში დაიღუპა. Mundo Deportivo-ს ცნობით, გარდაცვალების მიზეზი მაღალი სიჩქარე გახდა, რასაც ერთ-ერთმა საბურავმა ვერ გაუძლო.

გამოცემის ინფორმაციით, რეიესი 237 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. საბურავის გახეთქვის შემდეგ, ფეხბურთელმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. ავტომობილი გზიდან გადავარდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და დაიწვა. 

კარიერის განმავლობაში, ხოსე ანტონიო რეიესი სევილიაში, ლონდონის არსენალში, მადრიდის რეალში და მადრიდის ატლეტიკოში თამაშობდა. 

კომენტარები