ფილიპინები-კანადა

ფილიპინებმა კანადას 1,500 ტონა ნაგავი დაუბრუნა

BBC

ფილიპინებმა კანადას 1,500 ტონა ნაგავი დაუბრუნა. ფილიპინებში ამბობენ, რომ ნაგავს გადასამუშავებელი მასალის იარლიყი არასწორად ჰქონდა დაკრული. ის მანილაში 2014 წელს გაგზავნეს.

ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დაიმუქრა, რომ კანადაში ჩავიდოდა და ნაგავს იქ დაყრიდა. მათ კანადიდან ელჩიც კი გამოითხოვეს, როდესაც კანადამ ფილიპინების სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაგავი არ დაიბრუნა.

ამის შემდეგ კანადა ნაგვის ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას დათანხმდა.

ნაგავს კანადაში გადაამუშავებენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სამხრეთ აზიის ქვეყნებმა უკმაყოფილება გამოთქვეს დასავლეთიდან გაგზავნილი ნაგვის გამო, რომელიც არასწორად იყო კლასიფიცირებული როგორც გადასამუშავებელი მასალა. მიზეზი ისაა, რომ უკანასკნელ წლებში ჩინეთმა, რომელიც ნაგვის იმპორტს ახდენდა, "უცხოურ ნაგავზე" აკრძალვა დააწესა.

კომენტარები