რუსეთი

მოსკოვში LGBT კინოფესტივალზე დამსწრეებს ნივთიერებები ესროლეს და აფეთქებით დაემუქრნენ

Dozhd

მოსკოვში 23 მაისიდან 26 მაისამდე საერთაშორისო ლგბტ თემატიკის კინოფესტივალი "გვერდიგვერდ" გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ფილმები დამსწრეებისთვის უსაფრთხო გარემოში უნდა ეჩვენებინათ, თუმცა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა დამსწრეები ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინებებით დააშინეს, ზოგ შემთხვევაში კი გარკვეული ნივთიერებები ესროლეს.

ფესტივალის სხვადასხვა ანტი-ლგბტ ჯგუფის სამიზნე გახდა, მათ შორის იყვნენ ორთოდოქსი ექსტრემისტები, ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრები და ნაციონალისტები.

"ფესტივალის პარალელურად ეს ჯგუფები არასანქცირებულ მიტინგს მართავდნენ, ორგანიზატორებსა და სტუმრებს აშინებდნენ," - ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი მანი დე გერი.

აგრესიულად განწყობილი ჯგუფები იმუქრებოდნენ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე ბომბი იყო, რის გამოც სტუმრების ევაკუაცია და ზოგიერთი ღონისძიების გაუქმება გახდა საჭირო. ფესტივალის შესასვლელთან ოთხი "უსიამოვნო სუნის ნივთიერებაც" გაუშვეს.

ფესტივალს შვედეთის საელჩოს კულტურის კონსული სტეფან ინგვარსონი ესწრებოდა - "მომიტინგეებს ფსიქიატრების ფორმა ეცვათ, ერთი მამაკაცი წმინდა გიორგის დროშას აფრიალებდა და რამდენიმე ძალიან მტრული დამოკიდებულების ქალი და მამაკაცი იდგა... ყველა სტუმარს მათ გვერდით უნდა გაევლო" - ამბობს ის.

კანადის საელჩოში განაცხადეს, რომ ფესტივალს კანადის მოქალაქეც ესწრებოდა - "ორგანიზატორებსა და დამსწრეებს აშინებდნენ და მომიტინგეები აგრესიულ ქმედებებს მიმართავდნენ... ეს ხდებოდა არა მხოლოდ გახსნის დღეს, 23 მაისს, არამედ მთელი ფესტივალის მიმდინარეობისას - 26 მაისის ჩათვლით".

ორგანიზატორები იხსენებენ, რომ პოლიცია ნელა მოქმედებდა და კონფლიქტის აღმოფხვრისკენ მოწოდებული არ იყო, მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების სამსახურში უამრავი ზარი არ შევიდა.

ორგანიზატორების თქმით, პოლიციის უმოქმედობის გამოძიებისთვის სამართლებრივ გზებს მიმართავენ. ისინი იმედოვნებენ, რომ პოლიცია ბომბით დაშინებას და ნივთიერებების სროლას გამოიძიებს.

დაშინების მიუხედავად, ორგანიზატორები იმედს არ კარგავენ - "ნათელია, რომ ჩვენი ხმა უფრო ხმამაღლა ისმის ვიდრე მათი".

ფესტივალი მოსკოვსა და საქნტ-პეტერბურგში მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ის პოპულარულია როგორც ლგბტ თემში, ასევე იმ ადამიანებში, ვინც არ წარმოადგენს ამ თემს.

კომენტარები