კონფლიქტი

ევროპა ლიგის ფინალის წინ, ჩელსის ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა (ვიდეო)

ევროპა ლიგის ფინალის წინ, კონფლიქტი მოხდა "ჩელსის“ ვარჯიშზე. "არსენალთან“ გადამწყვეტი მატჩისთვის მზადებისას, არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა და ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა წაიჩხუბეს.

"ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გაბრაზდა და განრისხებულმა ვადაზე ადრე დატოვა საწვრთნელი ზონა.

ევროპა ლიგის ფინალი "ჩელსისა“ და "არსენალს“ შორის ბაქოში დღეს, 29 მაისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები