პატარაც რომ გაჟონოს თემირლანის სიმართლემ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მეც და ნახევარი ქვეყანაც, ქვეყნის გარეთაც, ამათ თავზე დაემხობათ ეს ხელისუფლება. ამიტომ, ისინი არც კომისიას შექმნიან, არც დაზარალებულის სტატუსს მომანიჭებენ, არც ევროპაში გამიშვებენ. ყველანაირად შეზღუდული ვარ და მე მაინც რა გეგმებიც მაქვს, მე ამათ ვათქმევინებ. მე ვათქმევინებ არა კონკრეტულ ადამიანებს, რომ ისინი დამნაშავეები არიან. არამედ, ვათქმევინებ, რომ სახელმწიფომ დააშავა ჩემ წინააღმდეგ
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე
მაჩალიკაშვილი: თემირლანის სიმართლემ ოდნავადაც რომ გაჟონოს, ამათ ხელისუფლება თავზე დაემხობათ
tbl.ge/3q5k
დაკოპირდა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც მას ჰკითხეს, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს შეისწავლის.
ამავე თემაზე
- წულუკიანი მაჩალიკაშვილზე: სიმართლე დამტკიცდა, სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა
- SJC: მაჩალიკაშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე იუსტიციის განცხადება მანიპულაციურია
- სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მთავრობას €25 000-ს გადახდა დააკისრა
- დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნას მხარს უჭერენ
- ბოკერია: თბილისის და პანკისის სპეცოპერაციებზე კრიტიკული კითხვები თავიდანვე არსებობდა