სასკოლო ექსკურსია

უფლისციხეში ექსკურსიის დროს 7 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა

Georgian Travel Guide

უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა და დაშავდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის ბადრი გასპაროვის თქმით, ბავშვი დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.

დაშავებული კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

ტრავმატოლოგის თქმით, კლინიკაში შემოყვანისას ბავშვს აღენიშნებოდა წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ესკორაციები.

"ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ესკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას", - თქვა ტრავმატოლოგმა კოტე ლაცაბიძემ.

კომენტარები