გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა

თბილისში 3 წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

flickr

თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა.  

როგორც ტაბულა შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაღუპული ბავშვი ნიგერიის მოქალაქეა.

კომენტარები